|
2021-09-06 19:15:16, 872 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში
"მე მინდა ვთქვა, რომ პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში". - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა. მისი თქმით, მას არ ეშინია იმ საქმის,რომელიც მის წინააღმდეგაა აღძრული, სწორედ ამიტომ მოუწოდებს ყველას, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. "მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს უცხოეთში მყოფ თანამემამულეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით და წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში [...] თქვენ იცით, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მე დავდივარ ყველგან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან და არსად არავის კითხვები არ უჩნდება იმ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ჩემზე არის აღძრული საქართველოში. მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი გაითავისუფლების საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში". -განაცხადა სააკაშვილმა.
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)