|
2021-09-06 16:14:46, 532 ნახვა
მსოფლიო
ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდი-პანჯშირის პროვინცია, მტრის ბოლო სიმაგრე, სრულად დავიპყარით
“თალიბანის“ განცხადებით მათ პანჯშირის პროვინცია სრულად დაიკავეს- ამის შესახებ ინფორმაციას მათი სპიკერი, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდი “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, მათ პანჯშირის პროვინცია, მტრის ბოლო სიმაგრე, სრულად დავიპყრეს "ამ გამარჯვებითა და უკანასკნელი მცდელობებით, ჩვენი ქვეყანა ომის მორევიდან ამოვიდა და ჩვენი ხალხი ბედნიერად იცხოვრებს მშვიდობაში, თავისუფლებასა და კეთილდღეობაში, მთელ ქვეყანაში[…] პანჯშირის მაცხოვრებლებს ვაძლევთ სრულ გარანტიას, რომ ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლები არ იქნებიან, ყველა მათგანი ჩვენი ძმები არიან. ქვეყანასა და მიზანს ერთად ვემსახურებით" – წერს ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდი. თუმცა ავღანეთის ეროვნული ფრონტის წარმომადგენლები ჯერ კიდევ საპირისპიროს ამტკიცებენ BBC-სთან საუბრისას. "პანჯშირი თალიბანს არ დაუკავებია, მე უარვყოფ ამ განცხადებას" – ამბობს ეროვნული წინააღმდეგობის სპიკერი, ალი მაისამი. შეგახსენებთ,რომ გასულ ღამეს პანჯშირი მძიმე თავდასხმების ქვეშ იყო. წინააღმდეგობის წევრები პაკისტანს თალიბანის საჰაერო მხარდაჭერაში სდებს ბრალს წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერი, აჰმად მასუდი გუშინ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ემზადებოდა, თუმცა შეტაკებები არ შემწყდარა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)