|
2021-09-06 15:26:19, 665 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსი ოპოზიციონერები, მარია კოულესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი, სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ორი წამყვანი ოპოზიციური ფიგურა, მარია კოულესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი, ბელარუსის სასამართლომ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისთვის დამნაშავედ ცნო. პროტესტის ორგანიზატორი მარია კოულესნიკოვა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ადვოკატ მაქსიმ ზნაკი 10 წლით. კოლესნიკოვამ და ზნაკმა უარყვეს მათ მიმართ წაყენებული ბრალდება და სასამართლო პროცესი შეაფასეს როგორც ცრუ და მოჩვენებითი. მათი ადვოკატების თქმით, ისინი გაასაჩივრებენ განაჩენს. კოლესნიკოვა უკვე 11 თვეზე მეტია გისოსებს მიღმაა. ეს სასამართლო პროცესი დახურული იყო საზოგადოებისთვის, ბრალდებულთა ადვოკატებს ეკრძალებოდათ საქმის ნებისმიერი დეტალის გამჟღავნება. მაქსიმ ზნაკმა BBC– ს განუცხადა, რომ პროცესის დახურულ კარს მიღმა მტკიცებულებების ნაკლებობის გამო ჩატარდა. „მხოლოდ ერთი მიზეზი იყო, რის გამოც სასამართლო ფარულად მიმდინარეობდა, ისაა,რომ ბრალდება არ არსებობს.“-განაცხადა ზნაკმა. თვეების განმავლობაში ბელორუსი ხალხი აპროტესტებდა 2020 წლის აგვისტოს არჩევნების შედეგებს. რომელსაც ევროკავშირი, აშშ და გაერთიანებული სამეფო გმობს და არ აღიარებს. პრეზიდენტ ლუკაშენკოს ბრძანებით, ათიათასობით დემონსტრანტი დააპატიმრეს და ბევრი სასტიკად სცემეს. დაახლოებით 650 დაკავებული პოლიტპატიმრად ითვლება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)