12:40 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 14:50:08, 561 ნახვა

მსოფლიო
BBC-„თალიბებმა“ რვა თვის ორსული პოლიციელი, ოჯახის წევრების თვალწინ მოკლეს

  ავღანეთში „თალიბებმა”  პოლიციელი ქალი მოკლეს, რომელიც რვა თვის ორუსლი იყო- ამის შესახებ თვითმხილველებმა BBC- ს განუცხადეს.

მათივე ცნობით, ცენტრალური გოორის პროვინციის დედაქალაქ  ფიროკოჰიში, მცხოვრები ქალი, ბანუ ნაგარი სახლში, ოჯახისა და  ნათესავების თვალწინ მოკლეს.  

 ახლობლების თქმით, სამი შეიარაღებული პირი შაბათს  გარდაცვლილის გასაჩხრეკად მივიდა.  როგორც მომწეები იხსენებენ, თავდამსხმელები არაბულად საუბრობდნენ.

თვითმხილველების განმარტებით, მკვლელობის მიზეზი შურისძიება და ავღანეთის წინა ხელისუფლებასთან კავშირებია. ნაგარი წლების განმავლობაში ფიროკოჰის ციხეში მუშაობდა, სადაც ის ზედამხედველობას თალიბებსაც უწევდა. 

თალიბანი სხვადასხვა მეთოდებით აქტიურად ცდილობს გამოავლინოს ის პიროვნებები, რომლებიც აშშ-სთან დან ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ. 

„თალიბანის“ სპიკერმა ზაბიულა მუჯაჰედმა  BBC- ს განუცხადა, რომ მათ ნაგარის სიკვდილთან კავშირი არ აქვთ და მომხდარს იძიებენ.

 "ჩვენ ვიცით ინციდენტის შესახებ და მე ვადასტურებ, რომ „თალიბებს“ ის არ მოუკლავთ,  გამოძიება გრძელდება."-განაცხადა მუჯაჰიდიმ.

მან დაამატა, რომ თალიბანმა უკვე გამოაცხადა ამნისტია იმ ადამიანებისთვის, ვინც მუშაობდა წინ ხელისუფლების ადმინისტრაციაში .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics