|
2021-09-05 10:55:16, 605 ნახვა
მსოფლიო
თალიბებმა გეი მამაკაცი გააუპატიურეს და სცემეს
თალიბებმა გეი მამაკაცი გააუპატიურეს და სცემეს მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან გაყვანას დაპირდნენ და მოატყუეს. - ბრიტანული ITV -ს ცნობით, თალიბებმა ის სოციალური ქსელის საშუალებით მოატყუეს და ქვეყნიდან გაქცევის გზა შესთავაზეს. დანიშნულ ადგილას შეხვედრის შემდეგ, ის გააუპატიურეს და სცემეს. მედიასაშუალების ცნობით, ჰანიკს (სახელი შეცვლილია) სამი კვირა თალიბანის წარმომადგენელთან მიმოწერა ჰქონდა, მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ აღნიშნული პირი ავღანეთის დატოვებაში დაეხმარებოდა, მას შეხვდა. ცრუ პროფილების საშუალებით ისინი პოულობენ სამიზნეებს და შემდეგ ქვეყნიდან გაქცევის პირობით შეხვედრას უნიშნავენ, საიდანაც ნაწილი ცოცხალი ვერც ბრუნდება. "თალიბანი სოციალურ მედიას სექსუალური უმცირესობებისთვის ხაფანგების შესაქმნელად იყენებს". – თქვა ავღანელმა აქტივისტმა, ნემატ სადატმა. თალიბანის წინა მმართველობის დროს, ჰომოსექსუალ კაცებს სიკვდილით სჯიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)