11:44 - 08 May, 2026
|
2021-09-04 11:32:54, 580 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი - კოვიდ-19-ით დაღუპულთა უმეტესობა არავაქცინირებული პირია
თურქეთში კოვიდ-19-ით დაინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების 80–90% არავაქცინირებულებზე ან ვაქცინის ერთი დოზით აცრილ პირებზე მოდის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა. „18 წლის და უფროსი ასაკის ჩვენი მოსახლეობის 78 %-ზე მეტს ერთი დოზა აქვს მიღებული, 60 %-ზე მეტი კი სრულად ვაქცინირებულია,“- აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, თურქეთში ამჟამად 500 000 აქტიური შემთხვევაა და 81% იმ ადამიანებზე მოდის, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არ არიან. ამასთან, ჰოსპიტალიზებული და დაღუპული პირების 90 %-ს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის არცერთი ან მხოლოდ ერთი დოზა აქვთ მიღებული.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)