12:23 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 17:51:34, 444 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა. -ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე თქმით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დედაქალაქში განხორციელებულ და სამომავალოდ დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო დედაქალაქში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სატრანსპორტო რეფორმას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, თბილისის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს.

„შეხვედრის ერთ-ერთი თემა ასევე იყო წინასაარჩევნო გარემო და კახა კალაძის, როგორც თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის სამომავალო გეგმები.

 როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მისი საარჩევნო კამპანია მხოლოდ პოზიტიური და საქმეზე ორიენტირებულია. მისივე თქმით,  თბილისის მოსახლეობის მხარდაჭერა, რომელსაც მუდმივად გრძნობს, ასევე, ის მასშტაბური და ძალიან საჭირო პროექტები, რაც დედაქალაქში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდა, აძლევს პირველივე ტურში გამარჯვების მყარ იმედს.

 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა, ბრიტანეთის მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.“-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics