|
2021-09-02 12:37:31, 653 ნახვა
მსოფლიო
ქარიშხალ „იდას" გამო ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ქარიშხალ „იდას“ გამო ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ქარიშხალმა „იდამ“ ქალაქ ნიუ იორკში ძლიერი წვიმა გამოიწვია, რის გამოც ქალაქის მერმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. ძლიერი ნალექის გამო მთელი ქალაქის მასშტაბით შეიზღუდა მეტროსადგურის ყველა ხაზის ფუნქციონირება. ქალაქში დაიტბორა ქუჩები, რის გამოც დილის საათებამდე საგზაო მოძრაობა აიკრძალა. ქალაქის ხელისუფლებამ მცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ქარიშხალმა „იდამ“ განსაკუთრებით დააზიანა ლუიზიანას, პენსილვანიისა და ნიუ ჯერსის შტატები. ქარიშხლით გამოწვეული წყალდიდობისა და ტორნადოს შედეგად დაზიანებული და დანგრეულია სახლები. განადგურებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. ბოლო ინფორმაციით, ქარიშხლით გამოწვეულ სტიქიურ უბედურებებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)