10:21 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 20:03:15, 355 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილმა, მელიამ, გვარამიამ, მერაბიშვილმა დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და დაგვაკარგინეს ჩვენი ტერიტორიები, მეორედ აღარ მივცემთ ამის გაკეთების შესაძლებლობას

ამ არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში 3 წელი, 2024 წლამდე, არ იქნება არჩევნები და ეს 3 წელი უნდა იყოს აღმშენებლობის, მუშაობის, პროგრესის და განვითარების წლები, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ვანის მერობის კანდიდატის ალექსანდრე გოგორიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი და ამოცანა.

„კიდევ გავიმეორებ, რომ ჩემს მიერ დასახელებულმა პირებმა: სააკაშვილმა, მელიამ, გვარამიამ, მერაბიშვილმა დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და დაგვაკარგინეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ჩვენ მეორედ აღარ მივცემთ ამის გაკეთების შესაძლებლობას. ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, რომ ეს მჩაგვრელი ხალხი არასოდეს აღარ დაბრუნდეს პოლიტიკაში და ხელისუფლებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics