|
2021-09-01 14:59:20, 519 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში უცნობი დაავადებით 50 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმრავლესობა ბავშვია
უკვე ერთ კვირაზე მეტია, ჩრდილოეთ ინდოეთის შტატის უტარ -პრადეშის ზოგიერთ რაიონში ამოუცნობი დაავადების შედეგად ადამიანები იღუპენიან-ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მათი თქმით,სულ მცირე 50 ადამიანი, ძირითადად ბავშვები, დაიღუპნენ სიცხისგან, ხოლო რამდენიმე ასეული ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან არცერთს არ დაუდასტურებია კორონავირუსი. ბევრი მათგანი უჩიოდა სახსრებისა და თავის ტკივილს, გაუწყლოებას და გულისრევას. ზოგიერთ შემთხვევაში, გამონაყარს ხელისა და ფეხის არეში. ექიმების აზრით, რაიონში - აგრაში, მათურაში, მაინპურიში, ეტაში, კასგანჯსა და ფიროზაბადში სავარაუდოდ პაციენტების დაღუპვის მიზეზი დენგეა, ვირუსული ინფექცია, რომლის ძირითად გადამტანს კოღო წარმოადგენს. მედიკოსები განმარტავენ, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმეტესობას თრომბოციტები შემცირებული აქვს, რაც დენგეს მძიმე ფორმისთვისაა დამახასიათებელი. მსოფლიოში დაფიქსირებული დენგეს შემთხვევების დაახლოებით 70% აზიის ქვეყნებზე მოდის. დაინფიცირებულ ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოზრდილებთან შედარებით 5-ჯერ მეტია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)