11:47 - 08 May, 2026
|
2021-09-01 12:53:57, 581 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა
აზერბაიჯანში დღეიდან „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური საკარანტინო რეჟიმის შეზღუდვები ამოქმედდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ახალი წესების მიხედვით, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკის, კომუნიკაციის, სოციალური, ფინანსური, ტურიზმისა და სხვა სფეროს დაწესებულებებში დასაქმებულია ადამიანების 80 პროცენტი ვაქცინირებული უნდა იყოს. ასევე ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომ სამთავრობო სტრუქტურების, საავადმყოფოებისა და ფარმაცევტული დაწესებულებების თანამშრომლები ვაქცინის პირველი დოზით აიცრან. ასევე, 18 წლის ასაკის ზემოთ ყველა ადამიანს, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, დღეიდან კოვიდპასპორტებს მოსთხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)