|
2021-09-01 11:28:32, 329 ნახვა
საზოგადოება
რევაზ სოხაძე ვარკეთილის მე-3 მასივის მაცხოვრებლებს შეხვდა
ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე, ამჯერადაც ვარკეთილის მე-3 მასივის მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ვარკეთილის მასივში განხორციელდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას კახი კალაძის გუნდის მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. ვარკეთილის მე-3 მასივში მოეწყო შიდა გზები, მოწესრიგდა წყალანირებისა და საკანალიზაციო სისტემები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ათეულობით კორპუსს. სამგორის რაიონში 2017 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სახლები, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად 400-მდე ოჯახს საკუთრებაში გადაეცათ. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და მალე, კიდევ 120 ოჯახს დაუკანონდებათ სახლები. შეხვედრაზე, მოსახლეობამ გადაუდებელ პრობლემად ამორტიზირებული ლიფტების რეაბილიტაციის და ახლით ჩანაცვლების, სადარბაზოების მოწესრიგების და რეკრიაციული სივრცეების მოწყობის საკითხი დააყენა. როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა მომდევნო 4 წლის განმავლობაში აუცილებლად უნდა გაიზარდოს სამგორის ბიუჯეტი, რათა დროულად მოგვარდეს აღნიშნული პრობლემები. შეხვედრებს რევაზ სოხაძესთან ერთად, საკრებულოს დეპუტატები გიორგი დოხტურიშვილი და ლევან ჟორჟოლიანიც ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჯამში 27 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა მოეწყო ველობილიკები, მოწესრიგდა კანალიზაციის და წყალსადენის სისტემა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ათულობით კორპუსის სახურავი გადაიხურა. თუმცა გამოწვევები ისევ რჩება, რისთვისაც საჭიროა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მიმართულებით გაიზარდოს დაფინანსება, რაც არსებული პრობლემების მოგვარების ტემპებს გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ვარკეთილი 3 სკვერებისა და რეკრიაციული ზონების რაოდენობით სამგორში ერთერთი გამორჩეული უბანია, მოსახლეობის მოთხოვნა ამ მიმართულებით გაზრდილია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რიგის სკვერის და მიმდებარე 900 მ-იანი ბულვარის სრული რეაბილიტაცია. შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)