11:47 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 11:20:13, 576 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დროშებგადაფარებული კუბოები გამოიტანეს

“თალიბანის” მხარდამჭერებმა ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გასვლის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მსვლელობაზე ქალაქ ხოსტში ამერიკის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის დროშებში გახვეული კუბოები გაიტანეს.

ავღანეთში მისიის დასრულების შესახებ სატელევიზიო მიმართვა ჰქონდა ჯო ბაიდენს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ადამიანების გაყვანა თალიბანის მიერ ქაბულის აეროპორტის გახსნისთანავე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, აშშ-მა ავღანეთიდან ყველა ჯარისკაცი გაიყვანა. დასრულდა სამოქალაქო პირების ევაკუაციის პროცესიც, რომლის ფარგლებშიც აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა ქაბულის აეროპორტიდან 123 000-მდე ადამიანი გაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics