|
2021-08-30 16:48:58, 863 ნახვა
მსოფლიო
პერუში ორი ნავის შეჯახების შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა
პერუს მთავრობის განცხადების თანახმად, ამაზონის რეგიონში, ორი ნავის შეჯახების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა.-ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. მათივე ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ადგილობრივი დროით 05:30 საათზე მდინარე ჰუალაგაზე მოხდა. გამთენიისას ხშირი ნისლის გამო მგზავრებით სავსე ნავი დაეჯახა სატვირთო ნავს. ”ჯერჯერობით გაურკვეველია დაკარგული ადამიანების რაოდენობა, ნაპოვნია 11 დაღუპული და ექვსი დაშავებული”, - ნათქვამია სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებაში. გაუჩინარებულთა სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან მეხანძრეები, პოლიციელები და მეზღვაურები. გადარჩენილთა თქმით, ნავზე 20 -მდე ბავშვი იყო. გავრცელებული ინფრომაციით, მგზავრები რელიგიური დღესასწულიდან ქალაქ იურიმაგუასში ბრუნდებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)