|
2021-08-30 15:35:43, 907 ნახვა
მსოფლიო
„თალიბანის" პრესსპიკერი- ამერიკულების მიერ დრონით თავდასხმის შედეგად, ქაბულში სამოქალაქო პირები დაიღუპნენ
ამერიკულების მიერ დრონით თავდასხმის შედეგად, ქაბულში სამოქალაქო პირები დაიღუპნენ-ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიას „CGTN” „თალიბანის“ პრესსპიკერმა განუცხადა. ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, ამერიკელი პილოტებს სავარაუდო ქაბულის აეროპორტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორიტი ჰყავდათ მიზანში, საბოლოოდ კი შვიდი სამოქალაქო პირის სიცოცხლე იმსხვერპლეს. მან დაგმო შეერთებული შტატების ქმედება, მისი თქმით, აშშ-ს შეტევამდე უნდა მოეხერხებინა „თალიბანის“ ინფორმირება. ”თუკი ავღანეთში არსებობდა რაიმე პოტენციური საფრთხე, ის უნდა შეეტყობინებინათ ჩვენთვის და არა უნდა ემოქმედათ თვითნებურად, მათმა თავდასხმამ გამოიწვია სამოქალაქო მსხვერპლი,” - თქვა მუჯაჰიდმა პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თვითმკვლელი ტერორისტი ემზადებოდა ქაბულის აეროპორტზე თავდასხმისთვის, სადაც ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან ევაკუაციის ბოლო ეტაპზე იმყოფებოდნენ , მათი ცნობით, ტერორისტი „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით, აპირებდა თავდასხმას. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ იგი იძიებს ცნობებს, კვირას მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული სამოქალაქო პირების შესახებ. ”ჩვენ ვიცით, რომ იყო ძლიერი აფეთქებები, რაც გამოიწვია მანქანის განადგურება, ეს მიუთითებს იმაზე რომ , ავტომობილში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი იყო, სწორედ ამას შეეძლო გამოეწვია მსხვერპლი- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)