00:54 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-28 18:21:45, 596 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია- დასეტყვილი ყურძნის ჩასაბარებლად ყველა ღონისძიება უკვე გატარებულია,3 საწარმო შეუფერხებლად იღებს დაზიანებულ მოსავალს

26 აგვისტოს, ძლიერმა სტიქიამ კახეთის რეგიონში, დაახლოებით 24 სოფელში, 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. სახელმწიფო საწარმომ „მოსავლის მართვის კომპანია" სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება 27 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელებს.-ინფორმაცაის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ოთარ შამუგიას განცხადებით, მევენახეების უპირველესი თხოვნა იყო, რომ სახელწიფო მათ დასეტყვილი ყურძენის ჩაბარებაში დახმარებოდა.

„დასეტყვილი ყურძნის ჩასაბარებლად ყველა ღონისძიება უკვე გატარებულია. ჩვენ გუშინვე გავხსენით 3 საწარმო ყვარელის, გურჯაანის და თელავის რაიონში, რომელიც შეუფერხებლად იღებს დასეტყვილ ყურძენს.  ფასი რქაწითელის შემთხევაში 80 თეთრია, ხოლო საფერავის - 1 ლარი”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

"მინისტრის მოადგილის განცახდებით, ფართობები, სადაც 100 % -ით დაზიანებულია ვენახი და მოსავლის აღება ვერ ხდება, სახელმწიფოს გადაწვეტილებით, მევენახე ფერმერები 3000 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ.  გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრო და სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს სადაზღვევო კომპანიასთან; კოორდინირებულად ხდება იმ ფართობებზე ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც დაზღვეულია, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ანაზღაურება."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics