17:13 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-28 10:51:46, 862 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ჩოხატაურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

პოლიციამ ჩოხატაურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის აბაშის რაიონულ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ბ.ღ. მუქარის გამოყენებით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, აბაშის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, დაბა ჩოხატაურში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურს ყაჩაღურად თავს დაესხა, იარაღის მუქარით ოპერატორს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბ.ღ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ყაჩაღობის შედეგად მოპოვებული ფულის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მუქარის გამოყენებით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics