|
2021-08-28 10:33:25, 343 ნახვა
საზოგადოება
"თიბისი" გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი (WEPs) გახდა
ახლა თიბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs) ოფიციალურად მიუერთდა. ამ გადაწყვეტილებით თიბისიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ ერთგულება, რაც თიბისის კორპორატიული კულტურის განუყოფელი ნაწილია. გაეროს ქალთა გაძლიერების 7 პრინციპი ერთგვარი გზამკვლევია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესებისთვის, რომ დაიცვან სამუშაო სივრცეში და ჩვენს სოციუმში ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებები, იზრუნონ მათ გაძლიერებაზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. პრინციპები სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებების, მათ შორის, შრომის უფლებების საერთაშორისო ნორმებთან. ამ პრინციპებთან მიერთებით, თიბისი იღებს ვალდებულებას, რომ გამოიყენებს იმგვარ სამუშაო პრაქტიკას, რომელიც ქალებსა და მამაკაცებს თანაბრად აძლიერებს. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა კომპანიის მხრიდან, რომ თანასწორი, უსაფრთხო და ღირსეული გარემო შეუქმნას ყველა თანამშრომელს და მომხმარებელს. აღსანიშნავია, რომ შვიდი პრინციპიდან სამი - კომპანიის გარეთ საქმიანობას ეხება და საზოგადოებასა და მომხმარებელზე ზრუნვას ისახავს მიზნად. ამგვარი აქტივობებია საწარმოების მხარდაჭერა (ქალი მეწარმეების დაფინანსება), შესყიდვებისა და მარკეტინგის პრაქტიკის ამ პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა, სათემო ინიციატივები და სხვა საზოგადოებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული საქმიანობა. „მოხარული ვარ, რომ თიბისი გახდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია, რითაც კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ წინ ჩვენს კომპანიაში ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით. მთელი რიგი მიზნები დავსახეთ, რომელთა შესრულებასაც დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. პასუხისმგებლობასთან ერთად, ამ პრინციპების კომპანიის საქმიანობაში ასახვა უამრავ შესაძლებლობას ქმნის. პირველ რიგში, ქალებისა და კაცების თანასწორობა სასარგებლოა ბიზნესისთვის. უკეთეს სამუშაო გარემოს ქმნის თანამშრომლებისთვის და საზოგადოებისთვის სიკეთისმომტანია. მეტი ნიჭიერი ადამიანი დაინტერესდება თიბისის გუნდთან შემოერთებით, რაც გააძლიერებს ჩვენი კომპანიის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას. ჩვენი კომპანიისთვის პრიორიტეტული ე.წ. ESG პრინციპების დაცვა, რაც ითვალისწინებს მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და კარგი მმართველობის პრაქტიკის დანერგვას" - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები შემუშავდა გაეროს გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ერთობლივი ძალისხმევით. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, თიბისიმ აქტიურად ითანამშრომლა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, რაც პრინციპების ხელმოწერით დასრულდა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)