06:10 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 10:18:02, 319 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე - დარწმუნებული ვარ, მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება

დედაქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, წარმატებული რეფორმები და სამომავლო გეგმები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ნუცუბიძის მეორე, მეოთხე და მეხუთე მიკრორაიონების მოსახლეობას გააცნო.  გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი მხარდაჭერით, მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

"ვაგრძელებთ ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს, ვეცნობით მათ საჭიროებებს და ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებზე. ძირითადი თემები, რაც ამ დროისთვის იკვეთება ეს. ეტაპობრივად, ყველა ის თხოვნა, რაც ადგილობრივებს აქვთ გადაწყდება და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტიდან ნოდარ ტურძელაძე და ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics