09:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-23 12:50:35, 410 ნახვა

საზოგადოება
თეა ახვლედიანი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა და აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმით“ აიცრა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, თეა ახვლედიანმა ვაქცინა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა და მოსახლეობას, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეგისტრაციის გარეშეა ხელმისაწვდომი. კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით არის შესაძლებელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics