2021-08-23 12:00:24, 689 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა აიცრას, რათა სკოლა უსაფრთხოდ ჩაითვალოს
სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ სკოლა უსაფრთხოდ ჩაითვალოს.
„სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ განაცხადა და ჩვენც ვეთანხმებით, რომ პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ ჩვენ სკოლა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ყველა შემოღებული ღონისძიებიდან გამომდინარე ეპიდსიტუაციის მაქსიმალური დასტაბილურება იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში, საკლასო სივრცეში სწავლება შეძლონ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან