21:53 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-21 10:20:44, 811 ნახვა

ეკონომიკა
რთველი 2021-ის ორგანიზებულად ჩატარებისთვის, ყველა შესაბამისი რესურსი მობილიზებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, ქალაქ თელავში, საკოორდინაციო შტაბში, ადგილობრივი ხელისუფლების, ღვინის ეროვნული სააგენტოსა  და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.

 მინისტრის მოადგილე მოახლოებულ რთველთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს გაეცნო.

„წელს საქართველოში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულად უხვია და 300 ათასამდე ტონას აღწევს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის განხორციელების მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უაროფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია,  მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების ბოლო წლების დინამიკა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რთველის პერიოდში პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვაზე. აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა, მათ შორის, რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ორჯერადად ვაქცინირებულია.

აღინიშნა, რომ სრულ ტექნიკურ მზადყოფნაშია რთველის აღრიცხვის ონლაინ-პროგრამა, რომელიც  ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს და უზრუნველყოფს ყურძნის ჩაბარების პროცესის გამჭვირვალობას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.

რთველი 2021-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობას 24 საათიანი სამუშაო რეჟიმით შეუდგა.

ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც საკოორდინაციო შტაბში, ისე ონლაინ-რეჟიმში.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics