10:25 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-19 14:19:49, 615 ნახვა

მსოფლიო
"თალიბანი" მოსახლეობას ქაბულის აეროპორტის დატოვებისკენ მოუწოდებს

ბოლო  ოთხი დღეა, ქაბულის ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეყნიდან გამგზავრების მსურველების ნაკადი არ წყდება, „თალიბანი“ მოსახლეობას დაშლისკენ და სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს -ინფორმაციას  „ალ ჯაზირა“ ავრცელებს

მათი ცნობით, „თალიბანი“ მოსახლეობას აფრთხილებს რათა შესაძლო ზიანი აირიდონ თავიდან.

„არ გვსურს, ვინმეს აეროპორტში ზიანი მივაყენოთ“, - განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა.

მიუხედავად გაფრთხილებისა ხალხი ქვეყნის დატოვებას მაინც ცდილობს.

წყაროებმა განუცხადეს „ალ ჯაზირას“, რომ აეროპორტს სერიოზული ზიანი მიადგა, რომლის  გამოსწორებას  გარკვეული დრო დასჭირდება. მათ განაცხადეს, რომ უსაფრთხოების სკანერები გატეხილია ,რადგან მათ ამდენი ადამიანის ზეწოლას ვერ გაუძლეს,ასევე   დაზიანებულია საერთაშორისო ტერმინალის შიდა ნაწილი და კარიბჭე , რომელიც საჭიროებს შეკეთებას.

 ამ დღეებში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებისა და სროლების შედეგად 12 ადამიანი გარდაცივალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics