|
2021-08-17 13:49:32, 690 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი თალიბანთან თანამშრომლობისთვის ემზადება
სანამ ევროპული ქვეყნები და აშშ ავღანეთიდან თავიანთი საელჩოების ევაკუირებას მოახდენენ, რუსი დიპლომატები თალიბებს კომპლიმენტებს უკეთებენ და ჩივიან მხოლოდ იმას, რომ სამოქალაქო ფრენების გაუქმების გამო, დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა ვერ შეძლეს დაგეგმილ შვებულებაში წასვლა, - აღნიშნულის შესახებ „ევრონიუსი“ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქაბული, უკვე 24 საათზე მეტია თალიბების კონტროლის ქვეშაა მოქცეული და ჯერ „კარგი შთაბეჭდილებებია“ - განაცხადა რუსეთის ელჩმა ავღანეთში, დმიტრი ჟირნოვმა. „საელჩოს გარანტირებული აქვს სრული უსაფრთხოება. აშრაფ ღანის დროს იყო ძალიან ძლიერი ტერორიზმი. თითქმის ყოველ დღე ქალაქში იყო სამი-ოთხი-ხუთი აფეთქება“, - დასძინა მან. რუსეთში მოძრაობა „თალიბანი“ - აკრძალულია და ითვლება ტერორისტულ ორგანიზაციად. თუმცა, ამან არ შეუშალა ხელი ბოევიკების წარმომადგენლებს ივლისში ჩასულიყვნენ რუსეთში და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები ეწარმოებინათ, სადაც თალიბები დაპირდნენ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას და ნარკოტიკების ტრეფიკინგის აღმოფხვრას. „ჩვენ თალიბანისთვის არ ვართ მტრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ დაიჭერდნენ ჩვენთან არანაირ საქმეს და ქაბულში რუსეთის საელჩოს არ ექნებოდა გარანტირებული უსაფრთხოება. დიახ, ჩვენ გვაქვს კონტაქტი, ჩვენ ამას არ ვმალავთ. რუსეთმა ახლა აიღო საკუთარ თავზე ლიდერის როლი, მშვიდობიანი დიალოგის საწარმოებლად ახლა უკვე თალიბანურ ავღანეთთან და სხვა მსხვილ საერთაშორისო პარტნიორებთან“, - ამბობს პოლიტილოგი ვლადიმირ სოტნიკოვი. თუმცა დადებითი რიტორიკის მიუხედავად, რუსეთი არ ჩქარობს აღიაროს თალიბანის ლეგიტიმური ავტორიტეტი. როგორც პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში ზამირ ქაბულოვმა განაცხადა, ჯერ ყველა უნდა დარწმუნდეს, რომ თალიბები მზად არიან მოიქცნენ ცივილურად. თალიბები თავად საჯაროდ აცხადებენ, რომ ისინი არ ჩაერევიან ავღანელების ყოველდღიურ ცხოვრებაში და არ სრუთ ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია. ცნობისთვის, რუსეთს თალიბანი 2003 წლიდან ტერიტორისტულ ორგანიზაციად ჰყავს აღიარებული და ამ ეტაპზე, რუსეთის გარდა, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გამოთქვამს ავღანეთის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობას, ჩინეთია.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)