05:18 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-17 13:17:54, 502 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - როდესაც სახელმწიფო ხელისუგლზე უდევს ოლიგარქს და შთანთქავს, განსხვავებები უნდა გადავდოთ

როგორც არასდროს მჯერა, რომ 2 ოქტომბერს მოგივებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ოპოზიციის ნაწილის მიერ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ამომრჩეველი გვერდზე გადადებს განსხვავებებს და ოლიგარქი ივანიშვილის წინაღმდეგ გაერთიანდება, ბევრ ოლქში „ქართულ ოცნებას“ პირველივე ტურში დაამარცხებენ.

„წარმატებები თითეულ მაჟორიტარობის კანდიდატს, მათთან ერთად ვიქნები, როგორც არასდროს მჯერა, რომ 2 ოქტომბერს მოვიგებთ. ეს არის რეფერენდუმი. თუკი ჩვენ დავუპირისპირდებით ერთმანეთს და ვიღაცის სიმაღლე, მეტყველება, პარტიული შეხედულება არ მოეწონება, ეს არის ყველაზე მძიმე შეცდომა, რომელსაც ოდესმე დავუშვებთ. „გირჩის“, „ვროპული საქართველოს“, „დროას“ ამომრჩეველი, მაგალითად, ბატონი ჭიჭინაძის, ბურჯანაძის, „ლეიბორისტული პარტიის“ და სხვების, ვინც ამ ფორმატში, აქ არ დგანან, მათი ამომრჩეველი რომ მოვა და ხმას მე მომცემს, მაგალითად, ერთმანეთზე შესაძლებელია უმაღლესი წარმოდგენის არ ვიყოთ, მაგრამ როდესაც სახელმწიფოებრივი საფუძველი ხელისუგლზე უდევს ოლიგარქს და შთანთქავს, მე ვფიქრობ, ეს განსხვავებები გვერდზე უნდა გადავდოთ“, - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics