|
2021-08-16 10:13:27, 732 ნახვა
მსოფლიო
ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 297-მდე გაიზარდა
ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 297 -მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 5 700-მდე დაშავებული საავადმყოფოებში მკურნალობს. როგორც, ჰაიტის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, სამედიცინო ცენტრები გადატვირთულია. ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ დაანგრია ან მნიშვნელოვნად დააზიანა ასობით სახლი, ასევე სასტუმროები, საავადმყოფოები და სკოლები. ათასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ ათევს ღამეს. მაშველები ნანგრევებში ადამიანების ძებნას განაგრძობენ. ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჰაიტიზე ტროპიკული შტორმი „გრეისი“ და მისგან გამოწვეული ძლიერი წვიმა და წყალდიდობაა მოსალოდნელი, რაც სამაშველო სამუშაოებს გაართულებს. პრემიერ-მინისტრმა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)