13:12 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-15 13:42:25, 988 ნახვა

მსოფლიო
თალიბანი ქაბულში შევიდა

„თალიბანის“ წევრები ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის გარეუბნებში შევიდნენ. ისინი უკვე კალაკანის, ქარაბაგისა და პაგმანის ოლქებში იმყოფებიან. 

არსებული ინფორმაციით, თალიბანს ქალაქი არ აუღია და მის შემოგარენში არიან განლაგებული, თუმცა რამდენიმე რეგიონში მეომრები უკვე შევიდნენ.

REUTERS-ს ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ თალიბანის მეომრები ქალაქში ყველა მხრიდან შედიოდნენ, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. AP ავღანეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თალიბები დედაქალაქის 3 რაიონში, კალაკანში, ყარაბაღსა და ფაღმანში არიან.

The Guardian-ის ინფორმაციით, თალიბანის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ არ აპირებენ "სამაგიერო გადაუხადონ" არავის, მათ შორის მათ, ვინც ავღანეთის ხელისუფლებაში მუშაობდა. თუმცა, როგორც AP წერს, საჯარო მოხელები შიშით ტოვებენ დაწესებულებებს. Aljazeera-ს ინფორმაციით, თალიბანმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქის ძალით აღებას არ აპირებენ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ "გარდამავალი პროცესი უსაფრთხოდ დასრულდეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics