15:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-15 11:20:49, 751 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 519 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 35 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 074 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 813, „პისიარ“ ტესტით – 14 261.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,66%, ბოლო 14 დღის – 10,38%, ბოლო 7 დღის – 11,03%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 481 578 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 421 532 გამოჯანმრთელდა, 6 371 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 791 863 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 010.

კარანტინის რეჟიმშია 72, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 841 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 459 პირი.

ამასთან, 14 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 867 პაციენტი.



 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics