04:11 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 15:08:32, 491 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - 2022 წელს, ყვარელს ექნება 24 საათიანი, გამართული, ხარისხიანი წყლით მომარაგება

2022 წელს, იანვრიდან, ჩასმული იქნება ბიუჯეტში და სრულად დაფინანსდება ყვარლის წყლის პროექტი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ყვარელს ექნება 24 საათიანი, გამართული, ხარისხიანი წყლით მომარაგება.

„მე ვიცი, რომ ამ მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში იყო დაპირება, ვინაიდან ეს არის პრობლემა, წყლის, კანალიზაციის და გამწმენდი ნაგებობის. ბოლო 3 თუ 4 წელია მიდის ამაზე საუბარი, მაგრამ ცენტრალურმა მთავრობამ ვერ გადაწყვიტა, თუ არ ვიცი რა მოხდა, პრობლემა იყო დაფინანსების გამოყოფა.

2022 წელს, იანვრიდან, ჩასმული იქნება ბიუჯეტში და სრულად დაფინანსდება ყვარლის წყლის პროექტი. ყვარელს ექნება 24 საათიანი, გამართული, ხარისხიანი წყლით მომარაგება", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics