14:27 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-12 10:55:13, 906 ნახვა

სამართალი
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებაში დახმარების გაწევის ფაქტზე 11 პირი პასუხისმგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებაში დახმარების გაწევის ფაქტზე, პასუხისგებაში 11 პირი მისცეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ პირთა დახმარებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მოტყუებით დაირეგისტრირეს თბილისში, გლდანის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 11 ერთეული მიწის ნაკვეთი, ჯამში 10 756 კვ.მ., რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 702 183 ლარს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს დაუბრუნდა 53 758 ლარის ღირებულების 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics