|
2021-08-11 17:18:41, 938 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელი ოფიციალური პირები- „თალიბანის“ მებრძოლებს შეუძლიათ ავღანეთის დედაქალაქი 90 დღეში დაიკავონ
„თალიბები „ ახლა აკონტროლებენ ავღანეთის 65% -ს . ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის დაცვის პირობით , გააკეთეს ახალი შეფასება იმის შესახებ, თუ რამდენ ხანი გაძლებს ავღანეთის დედაქალაქი ქაბული, მათი თქმით „თალიბანელები“ ქაბულს 90 დღეში დაიკავებენ, აშშ-ს ხელმძღვანელობით ძალების წასვლის შემდეგ.-ამის შესახებ უცხოური სააგენტო „Reuters”-ი წერს. მათი თქმით, მათმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა,რომ ეს არ არის წინასწარი დასკვნა და რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შეუძლიათ შეცვალონ მდგომარეობა მეტი წინააღმდეგობის გაწევის შედეგად ამასთან აშშ -ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთის ლიდერებს მოუწოდა, იბრძოლონ თავიანთი სამშობლოსთვის და განაცხადა, რომ არ ნანობს სამხედრო ნაწილების გაყვანის გადაწყვეტილებას. მისი თქმით შეერთებულმა შტატებმა 20 წლის განმავლობაში დახარჯა 1 ტრილიონ დოლარზე მეტი და დაკარგა ათასობით ჯარისკაცი. შეგახსენებთ რომ, „თალიბები“ იბრძვიან აშშ-ის მხარდაჭერილი მთავრობის დასამარცხებლად და მკაცრი ისლამური კანონის დასამტკიცებლად. ისინი საკმაოდ სწრაფდ იკავებენ ავღანეთს სხვადასვა პროვინციის დედაქალაქებს. ამას ხელი შაუწყო აშშ-ს გადაწყვეტილებამ ,რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები თვის ბოლომდე ყველა სამხედრო დანაყოფს გაიყვანს ავღანეთიდან. „თალიბანმა“ პირობა დადო, რომ არ დაესხმება აშშ-ს ძალებს, მაგრამ არ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას ავღანეთის მთავრობასთან. თალიბანის ვალდებულება, სამშვიდობო მოლაპარაკება განეხორციელებინა მთავრობასთან, უშედეგოდ დასრულდა.
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)