15:59 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 15:42:32, 986 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული დეპარტამენტის უფროსი, ინგა დოლიძე დააჯილდოვა

60 წლის იუბილესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, დღეს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის ექიმი ლაბორანტი, ლაბორატორიული დეპარტამენტის უფროსი - ინგა დოლიძე დააჯილდოვა.

,,ჩემთვის დიდი პატივია სამინისტროს სახელით მივულოცო ქალბატონ ინგას დაბადებიდან 60 წლის იუბილე და მადლობა გადავუხადო პროფესიონალიზმისათვის, მაღალი პასუხისმგებლობისა და სამედიცინო სფეროში გაწეული 42 წლიანი ღვაწლისთვის! ვუსურვებ ჯანმრთელობას უპირველესად და მრავალ ნაყოფიერ წელს პროფესიაში“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამასხურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა რთულ ეპიდემიოლოგიურ ფონზე ლაბორანტების საქმიანობის მნიშვნელობას. აღნიშნა, რომ ინგა დოლიძე სწორედ ერთ-ერთი მათგანია, რომელიც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ყველა მათგანის შრომა ნამდვილად სამაგალითო და დასაფასებელია COVID-19-ის დასამარცხებელ ერთიან ბრძოლაში.

ცნობისთვის, ინგა დოლიძე 42 წლის მანძილზე, წარმატებით ეწევა საქმიანობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, გავლილი აქვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი მნიშვნელოვანი სასწავლო კურსი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics