23:55 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 14:43:13, 952 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყანამ შეძლო, პანდემიამდელ მდგომარეობაში დაბრუნება; ამას სჭირდება შენარჩუნება

ქვეყანამ შეძლო, ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 5 თვეში, პანდემიამდელ მდგომარეობაში დაბრუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბოლნისში, „ქართული ოცნების" ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მაჩვენებელს სჭირდება შენარჩუნება.

„ბოლო თვეების განმავლობაში, რა დინამიკაც გვაქვს ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების კვლევები, დასკვნები, ქვეყანამ შეძლო, ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 5 თვეში, პანდემიამდელ მდგომარეობაში დაბრუნება, აღდგა და მთელმა სარეიტინგო კომპანიებმა აღადგინეს და გააუმჯობესეს ჩვენი რეიტინგები, ვგულისხმობ მსოფლიო ორგანიზაციებს. ამას სჭირდება შენარჩუნება. მოსახლეობაში გაჩნდა დამატებითი შემოსავალი, მეტი დოვლათი იქმნება, ტურიზმი ყვავის ყველგან ახლა, ტურისტებით სავსეა, გადატვირთულია მთელი სასტუმროები, მაგრამ, მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ თუ პანდემიის სიტუაცია გაგვირთულდა, არ გვინდა, რომ შეზღუდვები შემოვიტანოთ. შეზღუდვები არ არის გამოსავალი, ეს არის დროებითი გამოსავალი, გამოსავალი არის ვაქცინა, მეგობრებო. ამიტომ, კიდევ ერთხელ, უნდა ავიცრათ და დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ აცრა ჩავიტაროთ", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics