20:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-09 15:22:26, 391 ნახვა

საზოგადოება
საქართველო საერთაშორისო სწავლებას MAPLE ARCH 21 უმასპინძლებს

საქართველო პირველად უმასპინძლებს მრავალეროვნულ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას MAPLE ARCH 21. სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორის მენტორობით გაიმართება და მას ქართული მხარე - თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა უხელმძღვანელობს.-ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს

მათი თქმიღ, სწავლების სრულყოფილად და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების MAPLE ARCH 21 ძირითადი დაგეგმარების კონფრენეცია მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გახსნა,  საერთაშორისო სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორაგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. სწავლებაში მონაწილე ქართული მხარისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კონფერენციაზე წვრთნების მიზნებსა და მისი წარმატებით აღსრულების საკითხებს განიხილავენ.

"ორკვირიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნოემბერში გაიმართება. MAPLE ARCH 21-ში  კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად ქართველი ინსტრუქტორებიც იქნებიან ჩართულები. მასში  კანადელი, ქართველი, ლიეტუველი, უკრაინელი, პოლონელი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალები კი, აღმოსავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფისა და JTEC-ის პირადი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის  გაზრდას, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავებას,  დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების  პროცესში ნატოს სტანდარტებთან  კიდევ უფრო დაახლოებას, ეფექტიანად მოქმედებისა და  გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას.

MAPLE ARCH  ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით  სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო."-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics