23:55 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-07 11:23:42, 942 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორების მიმართ

საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე" საერთაშორისო სააგენტო „ფიტჩის" მიერ არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ზოგადად საერთაშორისო ინვესტორების მიმართ", - ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „ფიტჩის" მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგი.

როგორც თურნავამ განაცხადა, რეიტინგი ასახავს სარეიტინგო სააგენტოს ნდობას ხელისუფლების მიერ გატარებული როგორც ანტიპანდემიური, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. პირველ რიგში, მისივე შეფასებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ სწრაფად მიმდინარეობს ჩვენი ეკონომიკის აღდგენა დ სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი,

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, „ფიტჩის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, სააგენტომ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე" გააუმჯობესა. ამით საქართველო პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა.

ინფორმაციის თანახმად, რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტომ დაასახელა მოსალოდნელზე სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ძლიერი და დამაჯერებელი მაკროეკონომიკური პოლიტიკა და მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერა, რომლის საფუძველიც გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გახდა.

მინისტრის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპებით ვითარდება. მისი თქმით, მყარია ინვესტორთა მხრიდან ნდობა და წარმოდგენა საქართველოს ეკონომიკასა და მის ეკონომიკურ პოლიტიკაზე.

„ასევე ურყევია ჩვენი ნება, რომ გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები," - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics