|
2021-08-07 11:16:02, 661 ნახვა
საზოგადოება
სოფლად მცხოვრებთათვის ვაქცინების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განკარგულება გამოიცა
საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განკარგულება გამოსცა. განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. განკარგულების საფუძველზე, ვაქცინაცია განხორციელდება სამედიცინო, ან არასამედიცინო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან ბინაზე, გადაადგილებაშეზღუდული პირებისთვის. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ, უზრუნველყონ ამცრელი ბრიგადის დაკომპლექტება შესაბამისი სამედიცინო პერსონალით და ვაქცინაციისთვის საჭირო აღჭურვილობით. „გეგმური ამბულატორიული მომსხურების მიმწოდებელ დაწესებულებებს განესაზღვრათ ვალდებულება, უზრუნველყონ მათ დაწესებულებაში რეგისტრირებული სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაცია, სოფლის ექიმებისა და ექთნების ჩართულობით. მუნიციპალურ სააზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენრებს დააევალათ უზრუნველყონ ვაქცინაციის ლოკაციებზე შესაბამისი ვაქცინებით მომარაგება და ცივი ჯაჭვის მონიტორინგი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ამცრელ ბრიგადებსა და ასაცრელ კონტინგენტს შორის კოორდინაცია. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მოსახლობის ვაქცინაციის მიზნით დაევალათ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შერჩევა და შეთანხმება ცენტრსა და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან. ასევე ასაცრელი კონტინგენტის მობილიზება და მოწვევა ვაქცინაციისთვის და საჭიროების შემთხვევაში ასაცრელი პირების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, უნდა უზრუნველყონ ვაქცინაციის ოპერატიული შტაბის ჩამოყალიბება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადააუდებელი დახმარების ცენტრს დაევალა ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმებისა და ექთნების ჩართვის ხელშეწყობა. ასევე ვაქცინაციის მიზნით მუნიციპალიტეტების მდეებარე სამედიცინო დაწესებულებების მიერ შესაფერისი სოფლის ამბულატორიების შერჩევის პროცესის ხელშეწყობა. განათლებისა და მეცნიერეების სამინიტროს დაევალა, საჭიროების შემთხვევაში სგანმანათლებლო დაწესებულების შენობების გამოყოფა, სასწავლო პროცესის აღდგენამდე პერიოდში. თავდაცვის სამინისტროს, სააჭირობის შეთხვევაში დაევალა აცრების წარმოებისთვის დამატებითი სამდიცინო პერსონალის გამოყოფა, ასევე მოსაცდელი სივრცეების მოწყობის ხელშეწყობა. განკარგულების მიხედვით, განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს". - აღნიშნავენ უწყებაში.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)