23:28 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 15:07:53, 497 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკის ფინანსური ჩართულობით ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, 17ჰა-ზე მოცვის პლანტაციები გაშენდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 1.100.000 ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი - 473.500 ლარს შეადგენს.  ბიზნესისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოცვის ნერგების შეძენა/გაშენებასა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობას მოხმარდა.  კოოპერატივს განხორციელებული ინვესტიციის შედეგად 40 ტონამდე მოსავალი მოყავს, რომლის რეალიზაციასაც როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საზღვარგარეთ ახდენს. მოცვზე გაზრდილი მოთხოვნის გამო კოოპერატივი სამაცივრე მეურნეობის კიდევ უფრო გაფართოებას, დამახარისხებელი და გადამამუშავებელი მოწყობილობების შეძენასა და პროდუქტის უკრაინის ბაზარზე გატანას გეგმავს.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით უკვე წარმატებულად ვახორციელებთ საქმიანობას. ვეძებთ ახალ ბაზრებს, ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. მოცვის კრეფის პერიოდში 60-დან 150-მდე ადამიანს ვასაქმებთ. იქედან გამომდინარე რომ მოსავალი წლიდან წლამდე იზრდება, იმედი გვაქვს კიდევ ბევრ ადამიანს დავასაქმებთ“,-აცხადებს კოოპერატივის წარმომადგენელი, ჯამბულ დუმბაძე.

„საქართველოს ბანკი არ ჩერდება და განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ბანკის ჩართულობით ქობულეთში მოცვის პლანტაცია გაშენდა. კოოპერატივის წარმატებული საქმიანობის შედეგად კი საჭირო გახდა სამაცივრე მეურნეობის შექმნა და ახლა უკვე გაფართოებაც კი. მოხარული ვართ რომ პროდუქტი არამარტო საქართველოში იყიდება,  არამედ გადის ექსპორტზე უცხოეთში. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ კოოპერატივს და ვაგრძელებთ ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და რეგიონის გაძლიერებას“ , - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics