01:15 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 10:08:54, 382 ნახვა

საზოგადოება
აღმაშენებლის ხეივანში გზის მოხაზვის სამუშაოები დასრულდა

„თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურმა აღმაშენებლის ხეივანში, 14-კილომეტრიან მონაკვეთზე გზის დახაზვის სამუშაოები დაასრულა. – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოების შედეგს ადგილზე გაეცნენ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და  შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე.

„დედაქალაქში ინტენსიურად გრძელდება გზის დახაზვის სამუშაოები. ამჟამად მთავრდება აღმაშენებლის ხეივნის პროექტი, რომლის ფარგლებში ჯამში, 6500 კვ. მ-ზე დაიხაზა გზა და დატანილია საგზაო მონიშვნები. პროექტის ჯამური ღირებულება  დაახლოებით 320 000 ლარია. შემდგომში ვგეგმავთ ვაჟა-ფშაველას გამზირის დახაზვას. წლის ბოლომდე, ათივე რაიონში დაახლოებით 100 000 კვ. მ ფართობის დახაზვის  სამუშაოები შესრულდება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. 

გზის დახაზვა და ასფალტზე საგზაო მონიშვნების დატანა მაღალი ხარისხის თერმო და ცივი პლასტის საღებავებით განხორციელდა, რომელიც მდგრადობას მინიმუმ სამი წლის განმავლობაში ინარჩუნებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics