|
2015-02-02 12:52:45, 3345 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქვეითი პატრულირება განახორციელეს
ავღანეთში, პარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა ქვეითი პატრულირება განახორციელეს. V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებმა მისია სოფელ დაშთ რაბათში შეასრულეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ალფა ასეულის ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ადგილმდებარეობის შესწავლა, უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და მოსახლეობასთან გასაუბრება იყო. ქართველ სამხედროებთან ერთად ღონისძიებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ავღანეთის უსაფრთხოების ძალები იყვნენ ჩართული. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)