|
2021-08-02 12:16:01, 502 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ აპლიკაციების კონკურსი იწყება
თიბისის ყოველწლიურ აპლიკაციების კონკურსზე სტარტაპების რეგისტრაცია დაიწყო და ის 31 აგვისტომდე გაგრძელდება. თიბისის მხარდაჭერით აპლიკაციების კონკურსი უკვე მესამე წელია ქვეყანაში ტექნოლოგიური ინდუსტრიის გასავითარებლად, ბიზნესში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოსატანად და პროცესების გასამარტივებლად ტარდება. პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტარტაპს, რომელიც საკუთარი მობილური ან ვებ-აპლიკაციით გაამარტივებს ადამიანების ყოველდღიურობას, ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა: ფინანსები, ბუღალტერია, ადამიანური რესურსების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვების კონტროლი და სხვა. პროექტის გამარჯვებულები სამი ეტაპის შემდეგ გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრემიები გადაეცემათ. I ადგილი - 30 000 ლარი, II და III ადგილი - 15 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, როგორც ინდივიდუალური წევრებისგან დაკომპლექტებულ გუნდს, ისე - კომპანიებს. გამარჯვებული სტარტაპები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან: რამდენად ჭრის აპლიკაცია რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ. კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებმა პროდუქტის იდეა და მისი მთავარი შესაძლებლობების მაჩვენებელი ვიზუალური მასალა უნდა წარმოადგინონ. აპლიკაციების გადარჩევის შედეგად გამოვლენილი გუნდები მეორე ეტაპზე ჟიურის წინაშე, დახურულ პრეზენტაციაზე, პროდუქტის სადემონსტრაციო პროტოტიპს, ტექნიკურ გადაწყვეტას, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმას წარადგენენ. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები კი, მუშა პროტოტიპისა და ბიზნეს მოდელის დასახვეწად ინდივიდუალურ კონსულტაციებს გაივლიან. საბოლოო ეტაპზე გადასული სტარტაპები ე.წ. ფიჩინგზე წარმოადგენენ მუშა პროტოტიპებს. კონკურსის შედეგად ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზეა - https://bit.ly/AppsChallengeTBC შესაძლებელი. აპლიკაციების კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ გუნდმა რამდენიმე წლის წინ წამოიწყო. კონკურსის მიზანია, საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტების თუ სხვა ციფრული გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც ადამიანებს და ბიზნესებს ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს; ასევე, ახალგაზრდა თაობაში ვებ-დეველოპმენტის ცნობადობას გაზრდა და პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)