02:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-01 20:19:02, 723 ნახვა

საზოგადოება
ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია, გაიყვანეთ – მეუფე სტეფანემ ქალი ტაძრიდან გააგდო

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ სტიქაროსნებს სასულიერო გიმნაზიის ყოფილი თანამშრომელი ტაძრიდან გააძევებინა. 

მაია ცაავა სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ქალი ამბობს, მას სურდა, ამის მიზეზი დაედგინა, თუმცა უშედეგოდ. მეუფე სტეფანე გაღიზიანდა და მისი გაძევება მოითხოვა.

"თქვენი სათქმელი ქუჩაში... გაიყვანეთ, გაიყვანეთ.. ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია და არ შემოუშვათ. გაიყვანეთ და არ შემოუშვათ. ეს არის პროვოკატორი". - თქვა მეუფე სტეფანემ. 

როგორც თვითონ მაია ცაავა აცხადებს, ის სამსახურიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ჟურნალისტებს უთხრა, ითხოვდა ხელფასის მომატებას.

"მივედი ტაძარში, მეუფე სტეფანესთვის მინდოდა მეკითხა რატომ გამომიშვა, მან კი[...] ეგ მეუფე კი არ არის, ეგ არის მოძალადე, გამომაგდო ტაძრიდან. სტიქაროსნებს უთხრა გაიყვანეთო და არ მაცალა ლაპარაკი. გიმნაზიაში ვმუშაობ მე მზარეული ვიყავი. მანამდე ხელფასზე იყო ლაპარაკი, გრიგოლ კაციას დროს 100 ლარი დაგვიმატეს ხელფასი დანამატი და კმაყოფილები ვიყავით, მაგრამ მეუფე გრიგოლი რომ მოვიდა, ის 100 ლარი დაგვაკლეს. ვითხოვდით ამის მომატებას. მოგვატყუეს რამდენჯერმე, 1 თვე, 2 თვე და გვატყუებდნენ ასე, სულ ბოლოს დაგვიმატეს 40 ლარი. ამის გამო ამოვიღე ხმა, ვთქვი, მინდოდა ხელფასის მომატება. დანარჩენი მე არაფერი არ დამიშავებია, ამის გამო მან მომთხოვა ბოდიშის მოხდა, პირადად სტეფანესთვის უნდა მოგვეხადა ამის გამო ბოდიში", — ამბობს მაია ცაავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics