00:20 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-01 16:45:06, 701 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - Agile Spirit-ის მსგავსი ​რეგულარული წვრთნები აკავებს აგრესიას

ნატოს წვრთნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან ის აჩვენებს, რომ ძალები მზადყოფნაშია, ურთიერთავსებადია და მობილურები არიან, რათა რეაგირება მოახდინონ იქ, სადაც ეს საჭიროა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა Agile Spirit 2021-ის ფარგლებში გამართულ წვრთნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„დღევანდელი ღონისძიება, არის უფრო ღონისძიების – სამხედრო სწავლების Agile Spirit-ის ნაწილი, რომელიც უკვე დაახლოებით ერთი კვირაა მიმდინარეობს. ეს სწავლება შესაძლებლობას აძლევს 15 მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანას იმუშაონ ერთად, დახვეწონ უნარები და უზრუნველყონ ურთიერთავსებადობა. ამგვარი რეგულარული წვრთნები აკავებს აგრესიას და არწმუნებს ხალხს და ჩვენს მოკავშირეებს, რომ ჩვენ ვართ მზად, ვიმუშაოთ ერთად, რომ გვაქვს სწავლება და აღჭურვილობა, რომელიც გვჭირდება. ასე რომ ეს არის დიდი და ძალიან ამაღელვებელი დღე, მე ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით“, – განაცხადა ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics