02:55 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-01 12:15:05, 906 ნახვა

საზოგადოება
"ყველაზე ლამაზი დამწერლობა მსოფლიოში - რას წერდა გარდაცვლილი შანაი ბრუკი საქართველოზე

"ყველაზე ლამაზი დამწერლობა მსოფლიოში" - წერდა ავსტრალიელი მასწავლებელი, შანაი ბრუკი, ქართულ დამწერლობაზე.

მისი სოციალური ქსელების მიხედვით კარგად ჩანს, რომ შანაის საქართველო, მისი ბუნება, ქალაქები, კულტურა, ტრადიციები უყვარდა, ხშირად მოგზაურობდა სხვადასხვა კუთხეში, დადიოდა ლაშქრობებზე. 

გარდა დამწერლობისა მას ძალიან მოსწონდა სთრით არტები და კედლის მხატვრობა, რაზეც არაერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული. ის წერდა, რომ ქართულსაც სწავლობდა.

ახალგაზრდა ქალს არაერთი მოგზაურობის და ლაშქრობის ვიდეო და ფოტო მასალა აქვს გამოქვეყნებული Facebook-ზეც. ერთ-ერთ პოსტში ის წერდა:"ლაშქრობები + ჩანჩქერები + პლაჟები + მოტოციკლები + მიტოვებული სანატორიუმები + ჟანგიანი საბჭოთა აკვადუკი + საუკეთესო მეგობრები + სრულყოფილი მარტოობა + ხეზე ასვლა + ექსპრომტი თავგადასავლები + ბევრი გასართობი და სასაცილო ისტორიები შუალედში ... აი როგორ უნდა დაისვენო ... მადლობა მარკს და ლინას იმისთვის, რომ კარგი დრო კიდევ უფრო გრანდიოზული გახადეს".

ცნობისთვის, ავსტრალიელ შანაე ბრუკსის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics