00:21 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-30 17:27:17, 650 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე გახარიასთან კოალიციაზე - არსებობს მაგალითები, მტერთანაც რიგდებიან, მოღალატესთან - გამორიცხულია

არსებობს პოლიტიკაში მაგალითები, მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მოღალატესთან, გამორიცხულია, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვა, შეიძლება თუ არა მმართველმა გუნდმა ექს-პრემიერ გახარიასთან კოალიცია შექმნას.

კობახიძის თქმით, როდესაც ადამიანი ღალატს ჩადის, მასთან გარიგებაში შესვლა, გამორიცხულია.

„გახარიაზე გეტყვით პირდაპირ, არსებობს პოლიტიკაში მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ არ რიგდება მოღალატესთან, აქედან გამომდინარე, ეს გამორიცხულია. პოლიტიკაში შეიძლება თუ ქვეყანას სჭირდება მტერსაც გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა,

დღეს მე მგონი მთელი საზოგადოება დარწმუნდა, თუ რა არის ჩვენი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც ადამიანი, კაცი, ღალატს ჩადის, მასთან გარიგებაში შესვლა გამორიცხულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics