|
2021-07-28 14:23:21, 631 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას შეუერთდა
საქართველო ოთხ ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას შეუერთდა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიისთვის დაწესებული სანქციების 2022 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 21 ივნისს მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ საქართველო, უკრაინა, ნორვეგია, მაკედონია და ალბანეთი. „ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ თავიანთი ნაციონალური პოლიტიკის საბჭოში აღნიშნული გადაწყვეტილებისადმი შესაბამისობას. ევროკავშირი ცნობად იღებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიისთვის ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წელს დააწესა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)