04:34 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-27 20:39:12, 804 ნახვა

საზოგადოება
ეს ღონისძიება სტანდარტული პროცედურაა — შემოსავლების სამსახური მთავარ არხში შესვლაზე

შემოსავლების სამსახური „მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლას გამოეხმაურა, უწყების ცნობით ეს ღონისძიება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურას, რომელსაც მუდმივად ახორცილეებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მის მიზანს კი კონტროლი დ რისკების შეფასება წარმოადგენს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია მთავარი არხის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მიერ, გავრცელებულ განცხადებას და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას, ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით", — აცხადებენ ისინი.

მათივე განცხადებით, კონტროლის მიზნით შეირჩა სხვა, 500-მდე გადამხდელი, მათ შორის მთავარი არხის გაყიდვების სახლი, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ამ ტელეკომპანიას.

"გაცხადებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში მოხვდნენ სხვა სარეკლამო კომპანიებიც. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე კონტროლის პროცედურის დასრულებას", — აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტებით "მთავარი არხის მიერ გავრცელებული განცხადება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ისახავს მიზნად".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics