|
2021-07-25 18:43:06, 725 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე ინტერვიუს ჩაწერის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ნუციბიძის პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა. საბურთალოს მესამე სამმართველოში მას გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოკითხავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გუშინ მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. დეკანოიძის განცხადებით, პირი იდენტიფიცირებულია და ის სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ ზიზღისა და მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებდა. დეკანოიძის თქმით, გამოძიება 166-ე მუხლით მიმდინარეობს. „მთელმა საზოგადოებამ ნახა გუშინდელი ფაქტი, როდესაც მე ჩემს სახლთან, ორ ჟურნალისტთან ერთად ვსაუბრობდი, მე ვიყავი მათი რესპოდენტი და მოვიდა მოქალაქე ძალიან აგრესიულად. მე ვიტყოდი, გადარჩა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, რომ ფეხში არ დაეჯახა მანქანა, შემდეგ უშვერი სიტყვებით ლანძღვა. როგორც მედიამ გაარკვია, ამ ადამიანის გზავნილები, რაც სოციალურ ქსელში აქვს, არის საკმაოდ საშიში, რაც გულისხმობს პირდაპირ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ მუქარას, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას. ამიტომ მე პოლიციას მივაწოდებ ყველანაირ ინფორმაციას, რაც მაქვს. მაქვს ის ინფორმაცია, რაც ყველამ იხილა, ეს იყო რეალურად ძალიან საშიში რამ. ეს იყო გზავნილი, რომელსაც სამწუხაროდ უშვებს ხელისუფლება. ძალიან ვწუხვარ ამაზე, რადგან მწვანე შუქი, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ და თქვენც შეგიძლიათ, ყველაფერი გააკეთოთ, უმრავლესობის მხრიდან ნიშნავს ამას. საათნახევრის წინ დამირეკეს პოლიციიდან, გამომძიებელმა მთხოვა მოსვლა და გასაუბრება. გავესაუბრები და ყველანაირ ინფორმაციას მივაწვდი. საქმე არის აღძრული 166-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას 15 დღით. მე არ ვიცი, ეს კვალიფიკაცია დარჩება თუ არა და არც ის ვიცი, გამოკითხეს თუ არა ეს ადამიანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)