|
2021-07-23 12:42:14, 653 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა: მანგლისში, სადაც ბუნებრივი აირი აქამდე არასდროს ყოფილა, 11 მილიონიანი პროექტი განხორციელდა და 1600-მდე ოჯახს გაზი მიეწოდება
„მანგლისის გაზიფიცირება მართლაც ისტორიული მოვლენაა - აქ არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი და ჩვენი მთავრობის გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, ზუსტად ერთი წლის წინ, მიუხედავად პანდემიისა, დავიწყეთ ამ დასახლების გაზიფიცირება. საკმაოდ რთული პროექტი იყო, ძვირადღირებული, მაგრამ ნამდვილად ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და დაახლოებით 1600-მდე ოჯახმა მიიღო ბუნებრივი აირი", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ახლადაშენებული გაზსადენი დაათვალიერა. მინისტრთან ერთად გაზიფიცირების შედეგებს გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორი მიხეილ შალამბერიძე, კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მაირ მამმედოვი, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორი აზერ მამმადოვი, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. დაბა მანგლისი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული. პროექტი საქართველოს მთავრობის გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში განხორციელდა. საკურორტო დასახლების ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში ჩართვის მასშტაბური სამუშაოები, საქართველოს მთავრობის 2019 – 2021 წლების გაზიფიცირების სამოქმედო გეგმის საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით კომპანია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" განახორციელა. შედეგად, აშენდა 34,150 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისთვის საჭირო 48,180 გრძივი მეტრი გაზსადენი. მასშტაბური სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაბა მანგლისში მცხოვრებ 1,558 აბონენტს საშუალება მიეცა, ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. პროექტის ღირებულებამ 11 მილიონ 163 418 ლარი შეადგინა. „ეს არის საწინდარი, რომ მანგლისში, რომელიც ოდითგანვე იყო ცნობილი, როგორც ძალიან კარგი სააგარაკე, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან შესაფერისი და მიმზიდველი ადგილი, განვითარდეს ტურისტული ობიექტები და ახალი სასტუმროები აშენდეს. რა თქმა უნდა, ახლა გაცილებით უფრო მარტივი იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რადგან უფრო მეტი საინვესტიციო მიზიდულობა შევძინეთ ამ დასახლებას და აქედან გამომდინარე, ვულოცავ ყველა მანგლისელს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას" - განაცხადა ნათია თურნავამ. დღესვე ნათია თურნავა ლალი კუბათაშვილის სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა, სადაც გაზიფიცირების პროექტის დასრულება სიმბოლურად გაზქურის ანთებით აღნიშნა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, კუბათაშვილების ოჯახს, გაზქურა საჩუქრად გადასცა. მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში 2019-2021 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში სულ გაზიფიცირდება 29 სოფელი, რაც 7,870 აბონენტს მოიცავს.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)