|
2021-07-23 11:20:38, 478 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და „წიგნების თაროს სკოლის“ პარტნიორობა გრძელდება
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „საქართველოს ბანკი“ განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის უშუალო ჩართულობით „წიგნების თაროს სკოლის“ მორიგი, 6 კვირიანი სასწავლო კურსი წარმატებით დასრულდა. ინიციატივის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო განათლება და 40-მდე ახალგაზრდა დასაქმდა. „წიგნების თაროს სკოლა“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი არაფორმალური განათლების სივრცეა, სადაც მიწვეულ პედაგოგებთან ერთად მასწავლებლის როლს სტუდენტები ითავსებენ. სკოლაში სწავლება ეფუძნება პრინციპს „შემეცნება გართობით“, რაც სწავლის პროცესს ინოვაციურს, სახალისოს და საინტერესოს ხდის. წიგნების თაროს ონლაინ სკოლის მთავარ მიზანს თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, მოსწავლეებში განათლების მიმართ ინტერესის გაღვივება წარმოადგენს. სწავლება ონლაინ, Zoom-ის საშუალებით ხორციელდება, რაც მსურველებს საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას ნებისმიერი ადგილიდან აძლევს. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის მცირე ასაკობრივი ზღვარი კი საგაკვეთილო პროცესს კიდევ უფრო უშუალოს და მეგობრულს ხდის. ამასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა გასულ წელს ოთხ სკოლაში, თბილისში, ფოთში, დიცსა და ხურვალეთში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეები - იდეათეკები მოაწყო. „წიგნების თაროს სკოლასთან“ პარტნიორობით კი სწორედ ამ ოთხი სკოლის 1-4 კლასის მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ ჩართულიყვნენ ისეთ საინტერესო კურსებში, როგორიცაა: მსოფლიო ლიტერატურა, მითოლოგია და ცივილიზაცია, დედამიწა და კოსმოსი, ადამიანი და ჯანმრთელობა. „საქართველოს ბანკსა და „წიგნების თაროს სკოლას“ შორის პარტნიორობა უკვე მეორე წელია წარმატებით გრძელდება. სკოლის დევიზია „ახალგაზრდები ბავშვების მომავლისთვის“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლის ინოვაციურ ხასიათს, ვინაიდან მასწავლებლის როლს „წიგნების თაროში“ გამორჩეული სტუდენტები და მოსწავლეები ირგებენ. პანდემიის დროს პროექტს დამატებითი ფუნქცია და მნიშვნელობა მიენიჭა, რადგან „წიგნების თაროს სკოლის“ სახალისო, ონლაინ გაკვეთილებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მისცა ბავშვებს მათზე მორგებული, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა. საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და მოსწავლეების ხელშეწყობა. შესაბამისად ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას როგორც სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტებით (sCool Card, სტუდენტური ბარათი), ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტებით“, - განაცხადა თამარ გოჩაშვილმა, საქართველოს ბანკი CSR მიმართულების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, „წიგნების თაროს სკოლა“ 2020 წელს დაარსდა და ის მსურველებს ისეთ საინტერესო კურსებს სთავაზობს, როგორიცაა: ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური თავსატეხები, შემოქმედებითი აზროვნება და ესთეტიკის აღქმა, მითოლოგია და ცივილიზაციები, დედამიწა და კოსმოსი, რიტორიკული აზროვნება და საუბრის ხელოვნება, ადამიანი და ჯანმრთელობა. სკოლის მიერ მიწვეულ მასწავლებლებს შორის კი ყველასათვის ცნობილი ადამიანები არიან, როგორიცაა: ლევან გიგინეიშვილი, გიორგი ბაქრაძე, მაია ცირამუა, ზალიკო სულაკაური, გიორგი კეკელიძე, ბაია დვალიშვილი და სხვ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)