07:35 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 00:31:59, 609 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო იურიდიულ ჟურნალს აფუძნებს

იუსტიციის მინისტრი საერთაშორისო ჟურნალ ,,იუსტიციას" აფუძნებს.

რატი ბრეგაძემ იურიდიული და სამეცნიერო გამოცემის პრეზენტაცია დღეს აკადემიური წრეებისა და დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან გამართა.

 ჟურნალი ხელს შეუწყობს სამართლის ცალკეული დარგების განვითარებასა და  სამართლებრივ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავებას.

ჟურნალი „იუსტიცია" (ლათ. IUSTITIA) საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემა იქნება. ის ქართულ და ინგლისურ ენებზე ყოველკვარტალურად გამოვა და ხელმისაწვდომი გახდება როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით.

ჟურნალის რედაქტორი და სარედაქციო საბჭოს წევრი იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ამჟამად იუსტიციის მინისტრის მრჩეველი  მინდია უგრეხელიძე. ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკას კი განსაზღვრავს სარედაქციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა;

თსუ-ს სრული პროფესორი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თევდორე ნინიძე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე; საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჯონი ხეცურიანი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics